1. მომხმარებელზე პიროტექნიკური ნაწარმის გაყიდვისას დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი შეზღუდვები:
ა) F1 − 16 წელი;
ბ) F2, F3, F4, T1, T2, P1, P2 − 18 წელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ, გარდა P1 ქვეკატეგორიისა, რომლის გამოყენება შესაძლებელია განხორციელდეს სპეციალიზებული ცოდნის არმქონე ფიზიკური პირის მიერაც.
4. F4, T2 და P2 ქვეკატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამოყენების ადგილზე სახანძრო ეკიპაჟის მობილიზება.
5. მწარმოებლებმა, იმპორტიორებმა, რეალიზატორებმა უნდა განახორციელონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიების პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა-გამოყენება ხელმისაწვდომი არ გახდეს იმ მომხმარებლისთვის რომელსაც, ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლებ