1. სერტიფიკატი გაუქმდება თუ მისი გამცემი ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ იურიდიული პირის მიერ დასაქმებული სპეციალიზებული ცოდნის მქონე რომელიმე პირი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ან/და ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1562-1563 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

2. სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს საქმიანობის უფლება შეიძლება შეუჩერდეს, მის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1564 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში შემთხვევებში.

3. იურიდიული პირი ვალდებულია, მის მიერ დასაქმებული, სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია დარღვევის ჩამდენი პირის მიმართ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. იურიდიული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩააბაროს სერტიფიკატი/მოწმობა მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაშ