[საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან]

სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე მე-13 მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ოცდაათი მხარე სახელმწიფოს მიერ ცვლილებების რატიფიცირებიდან ან მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

სასამართლომ აგრესიის დანაშაულზე იურისდიქცია უნდა განახორციელოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წესდების ცვლილების დასამტკიცებლად საჭირო რაოდენობის მხარე სახელმწიფოების მიერ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მისაღები გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

სასამართლოს გარეთ არსებული ორგანოს მიერ აგრესიის აქტის დადგენა გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ წინამდებარე წესდების შესაბამისად გაკეთებულ საკუთარ მიგნებებზე.

წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს მე-5 მუხლში მითითებულ სხვა დანაშაულებზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ დებულებებზ