1. საქვეყნოდ მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საინფორმაციო საშუალებით ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2014
წლის
30
ოქტომბრის კანონი №2727 - ვებგვერდი, 06.11.2014