1. დადგენილების დანართი №17-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №17-ის მე-3 მუხლის „ბ“ (ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა) და „გ“ (18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულების