1. დადგენილების დანართი №15-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა) და „ბ“ ქვეპუნქტით (პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან:
ა) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მოხდება პაციენტის რეგისტრაცია პრედიალიზის რეესტრში;
ბ) პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია პროგრამის მოსარგებლეს მიაწოდოს ინფორმაცია მიმწოდებლებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
გ) მომსახურების ზედამხედველობისას მიმწოდებელი შეტყობინებას აკეთებს მხოლოდ ახალი პაციენტის მიმართვის შემთხვევაში. შეტყობინების შედეგად პაციენტი ამოღებული იქნება პრედიალიზის რეესტრიდან და დარეგისტრირდება დიალიზის რეესტრში.
დ) მოსარგებლის მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით, ამასთან, ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც ჰემოდიალიზის გადავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, კერძოდ, ჰიპერკალემია, მძიმე მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერჰიდრატაციით გამოწვეული კარდიალური ასთმის შეტევა და სხვა, ხელოვნური თირკმლის აპარატთან მიერთება უნდა ხდებოდეს შეუფერხებლად და სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ძირითადად განისაზღვრება გადაუდებელი შემთხვევების შესაბამისად.
2. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.
3. დადგენილების დანართი №15-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (თირკმილის ტრანსპლანტაცია) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმა