„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონის  141 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი - სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო თანდართული ნორმატივები დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის  მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანება.