1. რუტინული ლაბორატორიები:

ა) ლაბორატორიებში აუცილებელია, არსებობდეს კომფორტული სამუშაო გარემო და დაცული იყოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესები;

ბ)  კედლების და ჭერის დიზაინი უნდა შემუშავდეს სპეციალურად, რომ კუთხეები და კედლები ადვილად იწმინდებოდეს;

გ) ოთახებში დაცული უნდა იყოს ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმი, დაუშვებელია ხმაური;

დ)  ტოქსიკური და ადვილად აქროლადი მასალები უნდა ინახებოდეს სპეციალურ სათავსში, რათა თავიდან ავიცილოთ ჰაერის დაბინძურება.

2.  კომპიუტერები და ელექტრომექანიკური ხელსაწყოები:

ა) აპარატურის შემადგენელი ხელსაწყოები ექვემდებარება ატმოსფერულ კონტროლს და არასტანდარტულ ან სტაბილიზირებულ ელექტრომომარაგებას;

ბ)  ეს მოთხოვნები უნდა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ და მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები ინსტალაციამდე;

გ) სადაც აუცილებელია სპეციალური გარემო კონტროლი, ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგის ხელსაწყოები, გამაფრთხილებლების ჩათვლით, უნდა დაინსტალირდეს და შემოწმდეს ყოველდღიურად ხარისხის კონტროლის განყოფილების მიერ (სისხლის გადასხმის დაწესებულების სტრუქტურული ერთეული).

3. სისხლის ლაბორატორიები:

ა) სისხლის კომპონენტების პროდუქცია სისხლის გადასხმის სამსახურის  დონეზე, უნდა იყოს დახურული პროცესი მრავალკომპონენტიან სისტემაში უჯრედებისა და პლაზმის სეპარაციის შემთხვევაში, ან ღია - წითელი უჯრედების გამორეცხვის შემთხვევაში;

ბ) დახურული პროცესი შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს ნორმალური ტიპის გარემოში, როგორიც აღწერილია რუტინულ ლაბორატორიებში;

გ) ღია პროცესები უნდა განხორციელდეს სპეციალურ კაბინეტებში (ლამინირებული ნაკადის მქონე) მკაცრი გარემო კონტროლის პირობებში ან წნევის სისტემის სუფთა ოთახებში (მაღალი ხარისხის ჰაერის ფილტრებით აღჭურვილი სავენტილაციო სისტემით