1. საექიმო გამოკვლევის მიზანია, გამოავლინოს დონორი, რომელსაც სისხლის დონაციაზე გააჩნია უკუჩვენება და რომლის სისხლი ან მისი კომპონენტები შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს რეციპიენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2. საექიმო გამოკვლევის მოცულობა: დონორის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, წონა, ანამნეზი, პირველ რიგში - ეპიდანამნეზი, მათ შორის პოტენციური დონორის სისხლის გზით გადამდები ინფექციების შეძენის მაღალ რისკთან დაკავშირებული ქცევა: ნარკოტიკების ინექციური მოხმარება, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მისაღებად, დაუცველი სქესობრივი კონტაქტები. ინვაზიური სამედიცინო (მ.შ., სტომატოლოგიური) ან კოსმეტიკური მანიპულაციები, ხილული ლორწოვანი გარსებისა და კანის საფარველის მდგომარეობა, პულსი, არტერიული წნევა, ჰემოგლობინი.
3. დონორის ვიზუალური დათვალიერებისას ყურადღებას აქცევენ სხეულზე ინექციების კვალის არსებობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს ნარკომანიაზე.
4 საექიმო გამოკვლევის მონაცემები შეიტანება დონორის პერსონალურ ბარათში.
5. დონორის სისხლის პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა მოიცავს
ფენოტიპის განსაზღვრას ABO და რეზუს სისტემითა და სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის დადგენას.
6. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები შეაქვთ პერსონალურ ბარათში.
7. ბარათზე მაგრდება მისაწებებელი მარკა დონორის ინდივიდუალური ნომრითა და სისხლის ჯგუფის აღნიშვნით.
8. დონაციაზე დაშვებული დონორის ბარათში კეთდება შესაბამის ჩანაწერი და დონორს აგზავნიან საოპერაციოშ