1. შედეგების შემოწმება ემყარება ორ ძირითად პრინციპს:
ა) აპარატის სიზუსტის დადგენა რეფერენს სტანდარტის ტესტირებით;
ბ) დღის განმავლობაში წარმოქმნილი გადახრის რუტინული დადგენა სამუშაო სტანდარტების ტესტირებით (განსაზღვრულ ინტერვალებში).
2. ტესტის რეპროდუქტიულობა თუ გვიჩვენებს, რომ ტესტი არის რაოდენობრივი - თითოეული ტიპის ტესტირებისას მიღებული რაოდენობრივი მონაცემები შეიძლება გამოისახოს გრაფიკულად (ტესტის სიზუსტე და გადახრები), რომელიც გვიჩვენებს მუშაობის გაუარესებას, რაც სწრაფად აღიქმება და შემდგომ შესწორდება.
3. იქ, სადაც შეუძლებელია მიღებულ იქნეს ხარისხის კონტროლის ტესტების რაოდენობრივი მონაცემები, რეპროდუქტიულობა შეიძლება განისაზღვროს ტესტირების გეგმით, შესაბამისი ძლიერი და სუსტი პოზიტიური კონტროლის მიხედვით (რეგულარული ინტერვალებით).
4. სისხლის ტრანსფუზიის ლაბორატორიების აპარატურის მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს ტესტების ჩატარების ტექნიკა და მიზეზები, აგრეთვე, სწრაფად უნდა მოახდინოს ნორმიდან გადახრების იდენტიფიკაცია.
5. თითქმის ყველა შემთხვევაში, აპარატურის ნორმალური ფუნქციონირება დადგენილია მწარმოებლის მიერ.
6. ხარისხის კონტროლის შედეგების გრაფიკული ასახვის კომბინირება სტატისტიკური პროცესების კონტროლთან არის ყველაზე კარგი მეთოდი აპარატურის ფუნქციონირებისათვის.
7. სისხლის ტრანსფუზიის პრაქტიკაში რუტინულად გამოყენებადი ზოგიერთი აპარატურის ჩამონათვალი და მათი ტესტირების (კონტროლის) მინიმალური მოთხოვნები ასახულია თანდართულ დანართში №2.