1. სისხლის დამზადება ხორციელდება სტაციონარულ საოპერაციოში ან შესატყვის სათავსში გასვლის შემთხვევაში.
2. სისხლის აღებას (ექსფუზია), როგორც მცირე ქირურგიულ ოპერაციას, ახორციელებენ ზოგად ქირურგიაში მიღებული ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვით.
3. სისხლის აღების პროცედურას ასრულებენ მედდები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალიზაცია და გააჩნიათ სათანადო საბუთი (დადგენილი ნიმუშის).
4. სისხლი აუცილებელია დამზადდეს პოლიმერულ კონტეინერებში სისხლის ასაღები პოლიმერული სისტემების დახმარებით. მინის ფლაკონების გამოყენება დაუშვებელია.
5. საზოგადოდ მიღებული დონაციის დოზა შეადგენს ერთ ერთეულს (450_500მლ) ან ნახევარ ერთეულს (250 და 250 მლ-იან) მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაახლოებით 12%-ს.
6. სისხლის ექსფუზიის სიჩქარე შეადგენს 75_80 მლ წთ-ში, სისხლის დოზის აღების დრო _ 6_7 წუთს.
7. სისხლის აღების პროცესში მას ურევენ კონსერვანტთან და წონიან პოლიმერულ კონტეინერს.
8. აღებულ მოცულობიდან ერთდროულად სისხლით ავსებენ 2_3 სინჯარას ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის.
9. ექსფუზიონისტი სამუშაო დღის განმავლობაში ამზადებს 35_40 დონორისაგან აღებულ სისხლს.
10. გასვლით შემთხვევებში სისხლის აღება ხორციელდება იმავე წესებით, როგორითაც სტაციონარულ პირობებში., _ უნდა უზრუნველყოფილი იქნეს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პირობების დაცვა.
11. სისხლის კომპონენტების მიღების მიზნით, დამზადებული სისხლი ექვემდებარება დაუყოვნებლივ დაყოფას პლაზმად და ფორმიან ელემენტებად.
12. კომპონენტების მისაღებად ვარგისი დამზადებული სისხლის შენახვის
მაქსიმალური ვადაა 8 საათ