მუხლი 21🔗
დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების, უძლურებისა და მშობიარე ქალების ტრანსპორტირება, რომელიც ხმელეთზე განხორციელდება სატრანსპორტო კოლონებითა და სანიტარიული მატარებლებით ან ზღვაზე ამგვარი ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ხომალდებით, უნდა სარგებლობდეს ისეთივე დაცვითა და პატივისცემით, როგორც მე-18 მუხლში აღნიშნული საავადმყოფოები. სატრანსპორტო საშუალებები, სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე, უნდა აღინიშნოს მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემი