1. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობენ შეტყობინებები ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში, კოსმოსურ სივრცეში, თავდაცვითი და სამართალდაცვითი ხასიათის ღონისძიებები, აგრეთვე შეტყობინებები დიდ ავარიებზე, კატასტროფებზე, ეპიზოოტიებსა და სტიქიურ უბედურებებზე.
2. მომსახურებაზე პრიორიტეტები მიეცემათ:
საქართველოსა და მის შემადგენლობაში შემავალი აჭარის და აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლებისა და რეგიონების მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს;
უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლებს;
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
მოქალაქეთა ზოგიერთ კატეგორიას, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით მომსახურება პირველ რიგში გაეწევათ სამთავრობო, კავშირგაბმულობის, თავდაცვის, უშიშროების და სამართალდამცავ ორგანოებს.