„მომხმარებელი“ - იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ან გააჩნიათ განზრახვა გამოიყენონ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურება.

„მეურნეობის სუბიექტი“ - იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„სერტიფიკატი“ - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო სერტიფიკაციის წესების შესაბამისად და რომელიც შეიცავს დასკვნას, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია, მომსახურება ან პროცესი შეესაბამება მოქმედ სტანდარტს, ან სხვა ნორმატულ დოკუმენტ