„ხელმოწერა“ – წინასწარი გადახდის საფუძველზე, გარკვეული ვადით ინდექსირებულ გამოცემებზე ხელმოწერის გაფორმება (ნაღდი და უნაღდო) და მომსახურების გაწევა პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის კომპლექტის ადგილზე მიტანით, რომელიც განკუთვნილია გამოშვებისათვის გარკვეული პერიოდულობით.

„პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერის ტირაჟის განაწილება“ – ურთიერთობების წესი და პირობები რედაქციის, გამომცემლობის, გამავრცელებლისა და ხელმომწერს შორის შეკვეთების შედგენისა და დამუშავების, მაგისტრალური და შიდა რეგიონალური გადაზიდვებისა და პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ტირაჟის ადგილზე მიტანის დროს;

„ხელმომწერი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აფორმებს ხელმოწერას პერიოდული ბეჭდვით გამოცემაზე.

„პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გამავრცელებელი“ – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც რედაქციასთან, გამომცემელთან ხელშეკრულებით ან სხვა კანონიერ საფუძველზე ახდენს პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის გავრცელებას ადგილზე მიტანით (განაწილებით) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

„პერიოდული ბეჭდვით გამოცემაზე ხელმოწერის მიღება“ – პერიოდულ ბეჭდვით ინდექსირებულ გამოცემებზე ხელმოწერის გაფორმება აბონემენტით ან ქვითრით, რომელიც ადასტურებს ხელმოწერის მიღების ფაქტსა და ვადას, თანხის გადახდას, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის დასახელებასა და ხელმომწერის მისამართს (საფოსტო ინდექსის ჩვენებით), აგრეთვე გამოწერილი გამოცემის ადგილზე მიტანას.

„პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერაზე მისამართის შეცვლა“ – პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებზე ხელმოწერის გადაფორმება ახალ მისამართზე.

„პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაზე ხელმოწერის გაუქმება“ – გაფორმებული ხელმოწერის ადგილზე მიტანით მომსახურების ხელშეკრულების დარღვევა.

თავი II

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერით გავრცელების ძირითადი პრინციპე