„მომხმარებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყვნენ ან გააჩნიათ განზრახვა გამოიყენონ სატელეგრაფო კავშირის მომსახურება.

„მეურნე სუბიექტი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სატელეგრაფო კავშირებით მომსახურებს მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„კატეგორიის გარეშე“ და „რიგგარეშე“ დეპეშები – მომხმარებელთა სია, დეპეშების დამუშავების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ.

„სქემური დეპეშა“ და “კრიპტოგრამა“ – მიიღება მხოლოდ იურიდიული პირებისგან.

„სერტიფიკატი“ – დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო სერტიფიკაციის წესების შესაბამისად და რომელიც შეიცავს დასკვნას, რომ იდენტიფიცირებული პროდუქტია, მომსახურება ან პროცესი შეესაბამება მოქმედ სტანდარტს ან სხვა ნორმატულ დოკუმენტ