„მომხმარებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ან გააჩნიათ განზრახვა გამოიყენონ სადენური მაუწყებლობის (რადიოფიკაციის) მომსახურება.
„მეურნე სუბიექტი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურებას მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სადენური მაუწყებლობა“ – ელექტროკავშირის სახე, ტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი (რადიოსატრანსლიაციო კვანძები, კომუტაციის სისტემები, პროგრამის მიწოდების და მართვის არხები, სახაზო ქსელები, სააბონენტო გაყვანილობები და მოწყობილობანი), რომელიც განკუთვნილია მაუწყებლობის პროგრამების სადენებით მოსახლეობასა და სხვა მომხმარებელზე მიწოდებისათვის.
„სადენური მაუწყებლობის კვანძი“ – სადენური მაუწყებლობის (რადიოფიკაციის) სადგურებისა და სახაზო ნაგებობების კომპლექსი, განკუთვნილი იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
„სააბონენტო რადიოწერტილი“ – ელექტროაკუსტიკური მოწყობილობა, (სააბონენტო ხმამაღლა მოლაპარაკე, სამ პროგრამიანი სადენური მაუწყებლობის მიმღები, რადიო ყურსაცემი, აგრეთვე სერტიფიცირებული სხვა ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სადენური მაუწყებლობის ქსელის სიგნალები და არ იმოქმედოს სადენური მაუწყებლობის მუშაობაზე) განკუთვნილი სადენური მაუწყებლობის ქსელით, რადიოპროგრამების მისაღება