მუხლი 20🔗
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა ზღვაში დასაფლავება განხორციელდეს ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს ცხედართა საგულდაგულო გამოკვლევა, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევა, სიკვდილის დადასტურების, ვინაობის დადგენისა და ანგარიშის შედგენის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ორმაგი ამოსაცნობი მედალიონი, მისი ერთი ნახევარი უნდა დარჩეს ცხედარზე. თუ გარდაცვლილები ხმელეთზე გადმოყვანილნი არიან, მათზე ვრცელდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დებულებებ