სამედიცინო ფორმირებების ან დაწესებულებებისათვის მე-19 მუხლით გარანტირებული დაცვის შეწყვეტის საფუძვლად არ ჩაითვლება შემდეგი გარემოებები:

1. ის, რომ სამედიცინო ფორმირების ან დაწესებულების პირადი შემადგენლობა შეიარაღებულია და თავისი იარაღით სარგებლობს თავდაცვის ან თავისი დაჭრილებისა და ავადმყოფების დასაცავად;

2. ის, რომ შეიარაღებული სანიტრების არყოფნის გამო ფორმირებას ან დაწესებულებას იცავს პიკეტი, გუშაგი ან მცველთა რაზმი;

3. ის, რომ სანიტარიულ ფორმირებასა ან დაწესებულებაში ნაპოვნი იქნება დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის ჩამორთმეული სასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩაბარებული შესაბამისი სამსახურისათვის;

4. ის, რომ ფორმირებასა ან დაწესებულებაში იმყოფება ვეტერინარული სამსახურის პირადი შემადგენლობა და ქონება, რომელიც არ არის მისი უშუალო შემადგენელი ნაწილი;

5. ის, რომ სამედიცინო ფორმირებების და დაწესებულებების, ან მათი პერსონალის ჰუმანიტარული მოღვაწეობა ვრცელდება დაჭრილ და ავადმყოფ სამოქალაქო პირებზე