არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავდასხმა მუდმივ სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო სამსახურის მოძრავ სამედიცინო ფორმირებებზე. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხრიდან ყოველთვის მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრისას, ისინი განაგრძობენ ფუნქციონირებას მანამდე, სანამ მათი ხელში ჩამგდები სახელმწიფო თავად არ უზრუნველყოფს აღნიშნულ დაწესებულებებსა და ფორმირებებში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლას.

პასუხისმგებელი ორგანოები იზრუნებენ იმაზე, რომ ზემოხსენებული სამედიცინო დაწესებულებები და ფორმირებები შეძლებისამებრ ისე განლაგდნენ, რომ მათ საფრთხე არ შეექმნათ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაშ