პერსონალის წევრები, რომელთა დაკავება, 28-ე მუხლის დებულებათა თვალსაზრისით, არ არის აუცილებელი, უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, როგორც კი გაიხსნება გზა მათ დასაბრუნებლად და საომარი მდგომაროება ამას შესაძლებელს გახდის. დაბრუნების მოლოდინში ისინი სამხედრო ტყვეებად არ ჩაითვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისარგებლებენ, სულ მცირე, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციით გათვალისწინებული უპირატესობებით. ისინი აგრძელებენ მოწინააღმდეგე მხარის ხელმძღვანელობით თავიანთი მოვალეობების აღსრულებას. მათ უპირატესად კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად გამოიყენებენ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. გამგზავრებისას მათ თან მიაქვთ კუთვნილი ნივთები; პირადი ქონება, ძვირფასეულობა და ინსტრუმენტებ