a. წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) აღიარებულ ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ მოღვაწეობა განაგრძონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციებით განსაზღვრული წითელი ჯვრის პრინციპების შესაბამისად. სხვა დამხმარე ორგანიზაციებს ნებას დართავენ მსგავსს პირობებში განაგრძონ თავიანთი ჰუმანიტარული საქმიანობა;
b. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს ამ საზოგადოებების სტრუქტურასა და პერსონალში რაიმე ცვლილების შეტანა, თუ ეს შეიძლება ზიანს აყენებდეს მათ საქმიანობას.
იგივე პრინციპები ვრცელდება უკვე არსებულ ან შემდგომში შექმნილ არასამხედრო სპეციალურ ორგანიზაციებზე და მათ პერსონალზე, რომლებიც საზოგადოებრივად სასარგებლო მომსახურების მხარდაჭერის, დახმარების განაწილებისა და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზების გზით ემსახურებიან სამოქალაქო მოსახლეობის ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა