ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ 64-ე და 65-ე მუხლების შესაბამისად მიღებული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს დაცვის ქვეშ მყოფი პირების სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ბრალი მიუძღვით ჯაშუშობაში, ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ სერიოზული დივერსიული აქტების ჩადენაში ან წინასწარ განზრახ სამართალდარღვევებში, რომელთა შედეგად ერთი ან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და იმ პირობით, რომ ოკუპაციამდე მოქმედი ოკუპირებული სახელმწიფოს კანონმდებლობა მსგავსი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.
სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე და არ აკისრია ერთგულების არანაირი ვალდებულება.
არავითარ შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენი არ შეიძლება გამოიტანოს იმ დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში თვრამეტი წელი არ შესრულები