თუ ბრალდებული თავად არ ირჩევს დამცველს, იგი შეიძლება დანიშნოს მფარველმა სახელმწიფომ. როდესაც წაყენებული ბრალდება სერიოზულია და მფარველი სახელმწიფო არ არსებობს, ოკუპანტი სახელმწიფო, ბრალდებულის თანხმობით, თავად ნიშნავს დამცველს.
ყველა ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თავად აცხადებს უარს, სარგებლობს თარჯიმნის დახმარებით როგორც წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოს სხდომებზე. მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი თარჯიმანზე და მოითხოვოს მისი შეცვლ