ამ პერსონალს, მე-19 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებელი მედალიონის გარდა, უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ემბლემით აღჭურვილი სპეციალური პირადობის მოწმობა. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება. იგი შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, მფლობელის გვარსა და სახელს, დაბადების თარიღს, სამხედრო წოდებასა და პირად ნომერს, აგრეთვე მითითებას იმ საფუძვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი სარგებლობს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დაცვით. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითის ანაბეჭდი, ან ორივე ერთად. იგი უნდა იყოს დამოწმებული სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით.

ჯარს შიგნით უნდა არსებობდეს ერთნაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, უნდა იყოს ერთიანი ფორმის და, შეძლებისდაგვარად, მსგავსი ტიპის მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებშიც. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. პირადობის მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს მინიმუმ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს შეინახავს სახელმწიფო, რომელსაც ეს პირი მიეკუთვნება.

ზემოთაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ისევე როგორც სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატებ