1. აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს ნეიტრალური სახელმწიფოების ან კონფლიქტის არამხარე სახელმწიფოების დროშების, სამხედრო ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების ან უნიფორმის გამოყენება.

2. აკრძალულია მოწინააღმდეგე მხარის დროშების, სამხედრო ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების გამოყენება თავდასხმების დროს, ან საბრძოლო მოქმედებების დაფარვის, ხელშეწყობის, დაცვის ან შეფერხების მიზნით.

3. წინამდებარე მუხლში ან 37-ე მუხლის პირველი პუნქტის (დ) ქვეპუნქტში არაფერი ახდენს გავლენას ჯაშუშობასთან ან ზღვაზე შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას დროშების გამოყენებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ წესებზ