1. სამეთვალყურეო ნებართვა უნდა გაიცეს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
2. სმმ-ის პუნქტი ვალდებულია გასცეს სამეთვალყურეო ნებართვა, რომელიც აუცილებელია შეჯახების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე საჰაერო მოძრაობის ნაკადების აჩქარების და მოწესრიგებული ნაკადის შენარჩუნების მიზნით.
3. სამეთვალყურეო ნებართვა უნდა გაიცეს წინასწარ და დროულად, რათა სხ-ს, რომელსაც ის გადაეცა, საკმარისი დრო ჰქონდეს მის შესასრულებლად.
4. თუ სხ-ის მეთაურს არ აკმაყოფილებს სამეთვალყურეო ნებართვა, საფრენოსნო ეკიპაჟს შეუძლია მოითხოვოს და, თუ შესაძლებელია, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ უნდა გასცეს შეცვლილი სამეთვალყურეო ნებართვ