სამეთვალყურეო ნებართვა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სხ-ის ამოსაცნობ ინდექსს;
ბ) ნებართვის მოქმედების საზღვარს;
გ) ფრენის მარშრუტს;
დ) ფრენის ეშელონ(ებ)ს მთელი მარშრუტის ან მისი ნაწილისთვის და, საჭიროებისას, ეშელონის ცვლილებას.
შენიშვნა: თუ ეშელონებთან მიმართებით ნებართვა მოიცავს მარშრუტის მხოლოდ ნაწილს, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ სმმ-ის პუნქტმა მიუთითოს პუნქტი, სადამდეც მოქმედია ნებართვის მოცემული ნაწილი ეშელონებთან დაკავშირებით.
ე) ნებისმიერ საჭირო მითითებებსა და ინფორმაციას სხვა საკითხებზე, მაგალითად, დასაფრენად შესვლის ან გაფრენის მანევრის, კავშირის და ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ.
შენიშვნა: ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის დრო აღნიშნავს დროს, რომლის შემდეგ ნებართვა ავტომატურად უქმდება, თუ ფრენა არ არის დაწყებულ