1. სანამ სხ არ გასცდება სმმ-ის დაკვირვების სისტემების მოქმედების არეს, უნდა განხორციელდეს ავარიულ ვითარებაში მყოფი სხ-ის ფრენის კონტროლი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, საჰაერო ვითარების ინდიკატორზე დაკვირვება. ამასთან, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ უნდა გადაეცეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ყველა პუნქტს, რომლებსაც შეუძლია სხ-ის დახმარება. შესაბამის შემთხვევებში უნდა განხორციელდეს ასევე მართვის გადაცემა მეზობელი სამეთვალყურეო სექტორებისთვის.
2. თუ ავარიულ ვითარებაში მყოფ სხ-ის პილოტს მანამდე ჰქონდა სამეთვალყურეო პუნქტის მითითება მრლ-ის მიმღებ-მოპასუხის კონკრეტული კოდის და/ან ADS-B სისტემის ავარიული რეჟიმის შერჩევაზე, ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს ამ კოდის/რეჟიმის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსაკუთრებულ ვითარებაში პილოტი იღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას ან მას ეძლევა სხვა მითითება. იმ შემთხვევაში, როცა არ იყო სამეთვალყურეო პუნქტის მითითება კოდის ან ავარიული რეჟიმის დაყენებასთან დაკავშირებით, პილოტი მიმღებ-მოპასუხის A რეჟიმში ირჩევს კოდს 7700 და/ან ADS-B სისტემის შესაბამის ავარიულ რეჟიმს.
3. როდესაც საჰაერო ვითარების ინდიკატორზე აღინიშნება ADS-B სისტემის განგაშის სიგნალი ზოგადი ხასიათის ავარიული ვითარების შესახებ და არ აისახება სხვა მითითება ავარიული ვითარების კონკრეტული ხასიათის შესახებ, მეთვალყურემ უნდა მიმართოს შემდეგ ქმედებებს:
ა) ეცადოს დაუკავშირდეს სხ-ს ავარიული ვითარების ხასიათის შემოწმების მიზნით; ან
ბ) სხ-ისგან პასუხის არარსებობის შემთხვევაში ეცადოს დარწმუნდეს, რომ სხ-ს შეუძლია მიიღოს სმმ-ის პუნქტის გადაცემები, მიუთითებს მანევრის შესრულებაზე, რომლის დაკვირვებაც შეიძლება საჰაერო ვითარების ინდიკატორზე