1. ვფწ-ით მფრენი სხ, რომელიც იტყობინება, რომ გაურკვეველია მისი ადგილმდებარეობა ან აღმოჩნდა არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ითვლება, რომ იმყოფება ავარიულ ვითარებაში და მის მიმართ უნდა ამოქმედდეს აღნიშნული შემთხვევისთვის დადგენილი პროცედურები. ამ ვითარებაში, მეთვალყურემ კავშირი უნდა აწარმოოს გარკვევით, ლაკონურად და მშვიდად და ეცადოს პილოტს არ დაუსვას შეკითხვა მის მიერ რაიმე შეცდომის ან დაუდევრობის შესახებ, რომელიც შესაძლოა მას დაეშვა საფრენად მომზადებისას ან ფრენის შესრულებისას. ვითარების გათვალისწინებით და ეფექტური ხელშეწყობის მიზნით, პილოტს უნდა მიეცეს მითითება, წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა)  სხ-ის ფრენის პირობები;

ბ) ადგილმდებარეობა (თუ ცნობილია) და ეშელონი;

გ) საჰაერო სიჩქარე და კურსი ბოლო ცნობილი ადგილმდებარეობიდან, აუცილებლობისას;

დ) პილოტის გამოცდილება;

ე) ბორტზე არსებული სააერნაოსნო საშუალებები და მიღებულია თუ არა სააერნაოსნო საშუალების რაიმე სიგნალი;

ვ)  შესაბამის შემთხვევაში, შერჩეული მრლ-ის  რეჟიმი და კოდი;

ზ) ADS-B სისტემის შესაძლებლობები;

თ) გაფრენის და დანიშნულების აეროდრომები;

ი)  ბორტზე მყოფ პირთა რიცხვი;

კ) ფრენის ხანგრძლივობა.

2. იმ შემთხვევაში, როცა კავშირი სხ-სთან  არასტაბილური ან დარღვეულია, სმმ-ის პუნქტმა სხ-ს უნდა შესთავაზოს სიმაღლის აღება უფრო მაღალ ეშელონამდე, თუ ეს დასაშვებია მეტეოროლოგიური პირობებიდან ან სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე.

3. პილოტისათვის სააერნაოსნო დახმარება, სხ-ის ადგილმდებარეობის განსაზღვრის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემების, პელენგატორის, სააერნაოსნო საშუალებების გამოყენებით ან სხვა სხ-ების მიერ მისი ორიენტირებით. სააერნაოსნო დახმარების გაწევისას საჭიროა თვალყურის დევნება, რათა სხ არ შევიდეს ღრუბლებში.

შენიშვნა: აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ვფწ-ით მფრენმა სხ-მა შესაძლოა ორიენტაცია დაკარგა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შედეგად.

4. პილოტს უნდა გადაეცეს შეტყობინება ან ინფორმაცია სიახლოვეს არსებული მისაღები აეროდრომების შესახებ, ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებით.

5. თუ პილოტი მოახსენებს, რომ მისთვის რთულია ან არ შეუძლია ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში დარჩენა, მას უნდა ეცნობოს იმ არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, სადაც იმყოფება ან სავარაუდოა იმყოფებოდეს სხ. თუ სხ იმყოფება ქვევით, ვიდრე აღნიშნული დონეა და მისი ადგილმდებარეობა დადგენილია საკმარისი ხარისხის ალბათობით, მაშინ პილოტს შეიძლება მიეცეს მითითება მიმართულების ხაზის ან კურსის ან სიმაღლის აღების შესახებ, სხ-ის უსაფრთხო დონეზე გასაყვანად.

6. ვფწ-ით მფრენი სხ-ის დახმარება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სმმ-ის დაკვირვების სისტემების გამოყენებით, მოთხოვნისას ან პილოტის თანხმობით. მომსახურება, წინასწარ უნდა შეთანხმდეს პილოტთან.

7. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში მსგავსი მომსახურების უზრუნველყოფისას, ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს, სხ-ის რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანა ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა სხ არ შევიდეს ღრუბლებში.

8. თუ ვითარებიდან გამომდინარე, პილოტს არ შეუძლია გვერდი აუაროს სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენას, მაშინ საჭიროა შემდეგი პრინციპებით ხელმძღვანელობა:

ა) სხვა სხ-ებს, რომლებიც კავშირზე იმყოფებიან საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტთან სიხშირეზე, მაგრამ არ შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა, შეიძლება მიეცეთ მითითება გადავიდნენ სხვა სიხშირეზე, რათა არ დაირღვეს კავშირი აღნიშნულ სხ-თან; ან სხ-ს, რომელსაც გაეწევა დახმარება, შეიძლება მიეთითოს სხვა სიხშირეზე გადასვლის თაობაზე;

ბ)    შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღნიშნული სხ-ის ნებისმიერი ბრუნის განხორციელება ღრუბლებს გარეთ;

გ)    საჭიროა თავის არიდება ისეთი მითითების მიცემისგან, რომელიც ითვალისწინებს მკვეთრ მანევრს;

დ)   მითითება ან წინადადება ფრენის სიჩქარის შემცირების ან დაფრენის შასის გამოშვებაზე, სხ-ს, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეცეს ღრუბლებს გარე