1. სმმ-ის პერსონალი უნდა იყო მზად სხ-ის მიმართ უკანონო ჩარევის ნებისმიერი ნიშნის ამოცნობად.
2. როდესაც საეჭვოა, რომ სხ განიცდის უკანონო ჩარევას და როდესაც არ ხდება მრლ-ის A რეჟიმში 7500 და 7700 კოდების ასახვა, მეთვალყურემ უნდა შეამოწმოს უკანონო ჩარევის პოტენციური მცდელობა A რეჟიმში მრლ-ის დეკოდერის გადართვით, ჯერ კოდზე 7500, შემდეგ კი კოდზე- 7700.
შენიშვნა: სავარაუდოა, რომ სხ, რომელიც აღჭურვილია მრლ-ის მიმღებ-მოპასუხით, მიმღებ-მოპასუხეს გამოიყენებს A რეჟიმში 7500 კოდის გადასაცემად, რათა კონკრეტულად მიუთითოს, რომ წარმოადგენს უკანონო ჩარევის ობიექტს. აღნიშნულ სხ-ს მიმღებ-მოპასუხის გამოყენება შეუძლია A რეჟიმში 7700 კოდის გადასაცემად, რათა მიუთითოს, რომ მას ემუქრება სერიოზული და უშუალო საფრთხე და დაუყოვნებლივ საჭიროებს დახმარებას. სხ-ს, რომელიც აღჭურვილია დაკვირვების სხვა სისტემების გადამცემებით, მათ შორის ADS-B და ADS-C-ით, შეუძლია გადასცეს ავარიული სიგნალი და/ან გადაუდებლობის სიგნალი, გამოიყენებს რა ამისათვის ყველა არსებულ საშუალებას.
3. როდესაც ცნობილია ან სავარაუდოა, რომ სხ განიცდის უკანონო ჩარევას ან მიღებულია გაფრთხილება მისი აფეთქების მუქარით, სმმ-ის პუნქტებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ აღნიშნული სხ-ის თხოვნას და, შესაძლებლობისას, დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნა, მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე სააერნაოსნო საშუალებების შესახებ, ასევე მომსახურების სახეებსა და წესებზე ფრენის მარშრუტთან და დაფრენის სავარაუდო აეროდრომთან მიმართებით, და მიმართონ საჭირო ქმედებებს ყველა ეტაპზე ფრენის დაუბრკოლებლად შესრულების მიზნით.
4. მეთვალყურე ვალდებულია:
ა) გადასცეს და გააგრძელოს ინფორმაციის გადაცემა უსაფრთხო ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით, სხ-ისგან პასუხის მიღების ლოდინის გარეშე;
ბ) აკონტროლოს ფრენის მიმდინარეობა და განახორციელოს მისი რეგისტრაცია ამისათვის ყველა არსებული საშუალების გამოყენებით, ასევე განახორციელოს მართვის გადაცემის კოორდინაცია სმმ-ის მეზობელ პუნქტებთან, სხ-ისგან შეტყობინების გადაცემის ან სხვა საპასუხო ქმედებების განხორციელების მოთხოვნის გარეშე, თუ ამ სხ-სთან არ არის ჩვეული კავშირი;
გ) ინფორმაცია მიაწოდოს სმმ-ის შესაბამის პუნქტებს, მათ შორის საფრენოსნო ინფორმაციის მეზობელ რაიონებში განთავსებულ სმმ-ის პუნქტებს, რომელთაც შესაძლოა შეეხოს აღნიშნული ფრენის მიმდინარეობა, და განაგრძოს მათი მუდმივი ინფორმირება.
დ) აცნობოს:
დ.ა) ექსპლუატანტს ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
დ.ბ) შესაბამის საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, საავარიო შეტყობინების შესაბამისი წესების შესაბამისად;
დ.გ) სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
ე) განახორციელოს უკანონო ჩარევასთან დაკავშირებული შესაბამისი შეტყობინებების გადაცემა, სხ-სა და დანიშნულ უფლებამოსილ ორგანოს შორის.
5. ამ პუნქტით დადგენილი შეტყობინებები მოიცავს სულ მცირე შემდეგ ინფომრაციას:
ა) საწყისი შეტყობინება ინციდენტის შესახებ;
ბ) დაზუსტებული შეტყობინება ინციდენტის ადგილის შესახებ;
გ) შეტყობინება გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ;
დ) შეტყობინება პასუხისმგებლობის გადაცემის შესახებ;
ე) შეტყობინება პასუხისმგებლობის მიღების შესახებ;
ვ) შეტყობინება, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პუნქტს მეტად აღარ ეხება ინციდენტი;
ზ) შეტყობინებას ინციდენტის დასრულების შესახებ.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებულია ინფორმაცია ცნობილ სხ-ზე ნაღმის ან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების შესახებ, მეთვალყურე ვალდებულია:
ა) სხ-ებთან პირდაპირ კავშირზე ყოფნისას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საფრენოსნო ეკიპაჟს საფრთხის და ამ საფრთხესთან დაკავშირებული ვითარების შესახებ; ან
ბ) სხ-ებთან პირდაპირი კავშირის არარსებობისას, საფრენოსნო ეკიპაჟს მიაწოდოს ინფორმაცია ყველაზე სწრაფი საშუალებით, სმმ-ის სხვა პუნქტების მეშვეობით ან სხვა არხებით.
7. სმმ-ის პუნქტი, სხ-ებთან კავშირზე ყოფნისას, უნდა დარწმუნდეს საფრენოსნო ეკიპაჟის განზრახვაში და აცნობოს ამის შესახებ სმმ-ის სხვა პუნქტებს, რომელთაც შეიძლება შეეხოს აღნიშნული ფრენა.
8. ამ მუხლით გათვალისწინებულ სხ-თან მიმართებით, მეთვალყურემ უნდა განახორციელოს დაუყოვნებლივი მომსახურება და, რამდენადაც, შესაძლებელია, უნდა გაითვალისწინოს სხვა სხ-ების ფრენის უსაფრთხოება, ასევე ადამინების და შენობა-ნაგებობების დაზიანების რისკი.
9. სხ-ს, რომელიც ახორციელებს ფრენას, დაუყოვნებლივ ეძლევა დანიშნულების დადგენილ პუნქტამდე ფრენის ახალი ნებართვა. პირველივე შესაძლებლობისას უნდა დაკმაყოფილდეს საფრენოსნო ეკიპაჟის ნებისმიერი თხოვნა სიმაღლის აღების ან დაშვების შესახებ, რათა გათანაბრდეს ან შემცირდეს სხვაობა გარე ატმოსფერულ წნევასა და ეკიპაჟის კაბინაში არსებულ ატმოსფერულ წნევას შორის.
10. მიწაზე მყოფ სხ-ს უნდა მიეცეს მითითება, რაც შეიძლება შორს დარჩეს სხვა სხ-ებისა და შენობა-ნაგებობებისგან და, აუცილებლობისას, გაათავისუფლოს ადზ. პუნქტის პროცედურების შესაბამისად, სხ-ს მეთვალყურემ უნდა მისცეს მითითება, განახორციელოს მიმოსვლა პროცედურებით განსაზღვრულ ან იზოლირებულ სადგომზე. თუ საფრენოსნო ეკიპაჟი სასწრაფო წესით ახორციელებს მგზავრების და ეკიპაჟის გადმოსხმას, სხვა სხ-ები, სატრანსპორტო საშუალებები და ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ უსაფრთხო მანძილზე საფრთხის ქვეშ მყოფი სხ-სგან.
11. სმმ-ის პუნქტმა არანაირი რეკომენდაცია ან წინადადება არ უნდა გასცეს საფრენოსნო ეკიპაჟის მიმართ, ასაფეთქებელ მოწყობილობასთან მიმართებით განსახორციელებელ ქმედებებზე.
12. სხ-ს, რომელიც ცნობილია ან სავარაუდოა, რომ წარმოადგენს უკანონო ჩარევის ობიექტს ან რომლის იზოლირება და ჩვეული მოძრაობიდან გაყვანა რაიმე მიზეზით აუცილებელია, ეძლევა მითითება დაიკავოს მითითებული იზოლირებული სადგომი. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მითითებული ასეთი იზოლირებული სადგომი ან მითითებული ადგილი დაკავებულია, სხ-ს ნებართვა ეძლევა დაიკავოს ადგილი აეროდრომის ექსპლუატანტთან წინასწარი შეთანხმებით შერჩეული ზონის ფარგლებში. მიმოსვლის ნებართვაში უნდა მიეთითოს მიმოსვლის მარშრუტი, რომლითაც სხ-მა უნდა იმოძრაოს სადგომამდე. ეს მარშრუტი შეირჩევა ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე ადამიანების, სხვა სხ-ების და აეროდრომის შენობა-ნაგებობების მიმართ