მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ სხ ახორციელებს ავარიულ დაშვებას, მეთვალყურის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული  შემდეგი ზომები:

ა) ავარიული სარადიომაუწყებლო შეტყობინების გადაცემა;

ბ) სხ-ებისთვის, რომლებსაც შეეხებათ აღნიშნული დაშვება, ინფორმაციის და/ან მითითებების გადაცემა საჰაერო მოძრაობის შესახებ;

გ)  შეტყობინების გადაცემა ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის და ფრენის შესრულების არეში სიმაღლის საზომის დაყენების შესახებ; და

დ) სმმ-ის სხვა პუნქტების ინფორმირება, რომლებსაც შესაძლოა შეეხოს აღნიშნული დაშვება