1. საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა სხ, რომლის ფრენაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს აღნიშნულმა ინფორმაციამ და რომელიც:
ა) უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებით; ან
ბ) მის შესახებ ცნობილია სმმ-ის პუნქტისთვის.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც სმმ-ის პუნქტის მიერ ერთდროულად უზრუნველყოფილია როგორც საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება, ისე საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, მაშინ ყოველთვის, როდესაც არსებობს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საჭიროება, აღნიშნულ მომსახურებას ენიჭება პრიორიტეტი.
შენიშვნა: გარკვეულ ვითარებაში დასაფრენად შესვლის, დაფრენის, აფრენის ან სიმაღლის აღების განხორციელებისას, სხ-ები შეიძლება დაუყოვნებლივ საჭიროებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც განსხვავდება საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებით უზრუნველყოფილი ინფორმაციისგან