1. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღებ-მოპასუხის მტყუნებას ადგილი აქვს სხ-ის გაფრენის შემდეგ, რომელიც ახორციელებს ან აპირებს ფრენას არეში, სადაც სავალდებულოა სხ-ზე კონკრეტული შესაძლებლობების გამართული მიმღებ-მოპასუხის არსებობა, სმმ-ის პუნქტის მიერ მიღებული  უნდა იქნეს ზომები აღნიშნული სხ-ის ფრენის გაგრძელების მიზნით, დაფრენის პირველ დაგეგმილ აეროდრომამდე, ფრენის გეგმის შესაბამისად. გარკვეულ ვითარებაში შეიძლება შეუძლებელი იყოს აეროდრომის არეში ან მარშრუტებზე ფრენის გაგრძელება, კერძოდ, როდესაც მიმღებ-მოპასუხის მტყუნებას ადგილი აქვს მალევე, აფრენის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს სხ-ის დაბრუნება გაფრენის აეროდრომზე ან დაფრენა უახლოეს გამოსადეგ აეროდრომზე.

2. თუ მიმღებ-მოპასუხის მტყუნების ფაქტი სხ-ის გაფრენამდე გამოვლინდა აეროდრომზე, სადაც შეუძლებელია მისი შეკეთება, მაშინ შესაბამის სხ-ს უფლება ეძლევა განაგრძოს ფრენა ყველაზე პირდაპირი შესაძლო მარშრუტით უახლოეს გამოსადეგ აეროდრომამდე, სადაც შესაძლებელი იქნება მიმღებ-მოპასუხის შეკეთება. ასეთი სხ-ისთვის აფრენის ნებართვის გაცემისას, სმმ-ის პუნქტმა უნდა გაითვალისწინოს არსებული და პროგნოზირებული საჰაერო ვითარება და საჭიროებისას  შეცვალოს გაფრენის დრო, ფრენის დაგეგმილი ეშელონი ან მარშრუტი. ცვლილებები შესაძლოა საჭირო გახდეს ფრენის მსვლელობისასაც.
თავი XIII
საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურე