1. სხ-ს, რომლის შესახებაც ცნობილია ან სავარაუდოა, რომ იმყოფება ავარიულ მდგომარებაში, მათ შორის წარმოადგენს უკანონო ჩარევის ობიექტს, უნდა მიექცეს მაქსიმალური ყურადღება, გაეწიოს დახმარება და მიეცეს პრიორიტეტი სხვა სხ-ებთან მიმართებით, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

შენიშვნა: იმის მისათითებლად, რომ იგი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, სხ-ს, რომელიც აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის ხაზებით და/ან მეორადი რადიოლოკატორის მიმღებ-მოპასუხით, შეუძლია ამ მოწყობილობის გამოყენება შემდეგნაირად:

ა) A რეჟიმში დააყენოს კოდი 7700, ან

ბ) A რეჟიმში დააყენოს კოდი 7500, რათა კონკრეტულად მიეთითოს, რომ იგი წარმოადგენს უკანონო ჩარევის ობიექტს; და/ან

გ) გამოიყენოს ADS-В ან ADS-С-ს შესაბამისი შესაძლებლობები, რომელიც ითვალისწინებს ავარიული და/ან სასწრაფო შეტყობინების გადაცემას; და/ან

დ)   გადასცეს შესაბამისი ავარიული შეტყობინება CPDLC-ს მეშვეობით.

2. ავარიული ვითარების წარმოქმნისას, სმმ-ის პუნქტსა და სხ-ებს შორის კავშირის წარმოებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია ადამიანური ფაქტორის შესახებ მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9683-„ადამიანური ფაქტორების სწავლების სახელმძღვანელო“.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ან სავარაუდოა, რომ სხ გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი, სმმ-ის პუნქტმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს აღნიშნული სხ-ის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს უსაფრთხო ფრენის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა და  განხორციელდეს საჭირო ქმედებები ფრენის ყველა ეტაპის დასრულების დასაჩქარებლად, განსაკუთრებით დაფრენის მონაკვეთი.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ან სავარაუდოა, რომ სხ გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი, სმმ-ის პუნქტებმა,   პროცედურების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსა და საჭირო ინფორმაცია გაცვალონ სხ-ის ექსპლუატანტთან ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელთა