1.
ინფორმაცია დაგეგმილი ფრენის ან მისი ნაწილის შესახებ საჰაერო მოძრაობის მომსახურების  ორგანოს უნდა წარედგინოს ფრენის გეგმის სახით, იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc.4444 PANS-ATM მე-2 დამატების (ფორმის და შევსების ინსტრუქციის) და Doc.7030 მე-2 თავის შესაბამისად.

2.
ფრენის გეგმა წარდგენილი უნდა იქნეს  შემდეგი ფრენის შესრულების შემთხვევაში:

ა) ნებისმიერი ფრენის ან მისი ნაწილის დაწყებამდე კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება;

ბ) სფწ-ით მიმდინარე ნებისმიერი ფრენის დაწყებამდე საკონსულტაციო საჰაერო სივრცის ფარგლებში;

გ) ნებისმიერი ფრენის ან მისი ნაწილის დაწყებამდე არაკონტროლირებად საჰაერო სივრცეში ხმელეთის ზედაპირიდან 400 ფტ მაღლა, სადაც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო, საავარიო მომსახურების ან საძებნ-სამაშველო მომსახურების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს საზღვრის გადაკვეთით მიმდინარე ნებისმიერი ფრენის დაწყებამდე.

3.
არაკონტროლირებად საჰაერო სივრცეში ნებისმიერი ფრენის ან მისი ნაწილის დაწყებამდე, რომელიც სრულდება  ხმელეთის ზედაპირიდან 400 ფტ-მდე, სავალდებულოა ნებისმიერი ფორმით (ტელეფონით, ფაქსით, ელ-ფოსტით და სხვა) ინფორმაციის (სხ-ის მეთაურის საკონტაქტო ინფორმაცია, ფრენის მარშრუტი, საჰაერო სატრანსპორტო საშუალება, შესაბამისი სმმ-ს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია) წარდგენა შესაბამის სმმ-ს უფლებამოსილი ორგანოსათვის.
4.
ფრენის გეგმა გაფრენის წინ წარედგინება სმმ-ს შეტყობინების პუნქტს ან ფრენისას გადაეცემა სმმ-ს შესაბამის ორგანოს ან „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის რადიოსადგურს, თუ შესასრულებელი ფრენა არ არის უზრუნველყოფილი  განმეორებადი ფრენის გეგმით.
5.
ფრენის გეგმა, რომელიც წარედგინება ფრენის განმავლობაში, გადაეცემა:

ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების იმ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონზე, სამეთვალყურეო რაიონზე, საკონსულტაციო არეზე; ან

ბ) საკონსულტაციო მარშრუტზე, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდი ახორციელებს ფრენას ან რომლის გავლითაც აღნიშნულ საჰაერო ხომალდს სურს ფრენის შესრულება; ან

გ) ფრენის გეგმა უნდა გადაეცეს საავიაციო ელექტროკავშირის სადგურს, რომელიც ემსახურება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს.

6.
იმ შემთხვევაში, როდესაც  პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესრულება, ფრენის გეგმა უნდა გადაეცეს სმმ-ს სხვა ორგანოს ან საავიაციო ელექტროკავშირის სხვა სადგურს, საჰაერო მოძრაობის შესაბამისი ორგანოსთვის სავალდებულოდ რეტრანსლაციის მიზნით.

შენიშვნა: თუ ფრენის გეგმა წარედგინება სამეთვალყურეო მომსახურების მისაღებად, საჰაერო ხომალდმა უნდა აიღოს სამეთვალყურეო ნებართვა, ფრენის დაწყებამდე იმ პირობებში, როდესაც საჭიროა საჰაერო მოძრაობის მართვის წესების დაცვა. თუ ფრენის გეგმა წარედგინება საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად, საჰაერო ხომალდმა უნდა მიიღოს იმ ორგანოს მიერ ფრენის გეგმის მიღების დადასტურება, რომელმაც უნდა განახორციელოს აღნიშნული მომსახურება.

7.
საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო, რომელიც იღებს ფრენის გეგმას ან მის ცვლილებას:

ა) ამოწმებს მას ფორმატის შესაბამისობაზე;

ბ) ამოწმებს მის სისრულეს და, შეძლებისდაგვარად, მის სიზუსტეს;

გ) საჭიროების შემთხვევაში იღებს ზომებს, რათა ფრენის გეგმა მისაღები იყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის;

დ) აცნობებს ფრენის გეგმის შემდგენს (ორიგინატორს) ფრენის გეგმის ან მისი შესწორების მიღების შესახებ.

8.
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღწეულია სხვა შეთანხმება ფრენის განმეორებადი გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით, გაფრენის წინ წარდგენილი ფრენის გეგმა უნდა გადაეცეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) შეტყობინების პუნქტს. გაფრენის აეროდრომზე ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, ფრენის გეგმა უნდა გადაეცეს ორგანოს, რომელიც ემსახურება გაფრენის აეროდრომს ან ორგანოს, რომელიც დანიშნულია მისი მომსახურებისთვი