სასწავლო ფრენები სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით სრულდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) სხ აღჭურვილია მართვის გამართული შეწყვილებული საშუალებებით;

ბ) კვალიფიციურ პილოტს უკავია საკონტროლო ადგილი და მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების პილოტი იმ პირისთვის, რომელიც ახორცილებს სასწავლო სახელსაწყო ფრენას;

გ) უსაფრთხოების პილოტს უნდა ჰქონდეს საკმარისი ხედვის არე სხ-ის ყველა მხრიდან, ან სხ-ზე უნდა იმყოფებოდეს კომპეტენტური დამკვირვებელი, რომელსაც კავშირი ექნება უსაფრთხოების პილოტთან და რომელიც დაიკავებს ისეთ ადგილს სხ-ზე, საიდანაც მისი ხედვის არეალი სათანადოდ შეავსებს უსაფრთხოების პილოტის ხედვის არეალ