სხ-ის მეთაურმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეარჩიოს აეროდრომი, როგორც დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი, თუ:

ა) IAP, რომელიც არ არის დამოკიდებული GNSS-ზე, ხელმისაწვდომია დანიშნულების პუნქტის აეროდრომზე ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომზე; ან

ბ) დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ბ.ა) ბორტზე არსებული GNSS აღჭურვილობა თავსებადია SBAS-სთან;

ბ.ბ) დანიშნულების პუნქტის აეროდრომი, დანიშნულების პუნქტის ნებისმიერი სათადარიგო აეროდრომი და მათ შორის არსებული მარშრუტი ექცევა SBAS-ის მოქმედების ზონაში;

ბ.გ) ივარაუდება, რომ ABAS ხელმისაწვდომი იქნება SBAS-ის მოულოდნელი მიუწვდომლობის შემთხვევაში;

ბ.დ) შერჩეულია IAP (დანიშნულების პუნქტის აეროდრომზე ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომზე), რომელიც არ არის დამოკიდებული SBAS-ის ხელმისაწვდომობაზე;

ბ.ე) GNSS-ის მიუწვდომლობის შემთხვევაში, საგანგებო (გაუთვალისწინებელი) მდგომარეობის შესაბამისი მოქმედებები იძლევა ფრენის უსაფრთხოდ დასრულების შესაძლებლობა