1. სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბორტზე არსებული საწვავის/ენერგიის ოდენობა საკმარისია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა, მეტეოროლოგიური პირობები, ნებისმიერი ელემენტი, რომელიც გავლენას ახდენს თვითმფრინავის საფრენოსნო მახასიათებლებზე, ფრენისას მოსალოდნელი ნებისმიერი დაყოვნება და ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომლებმაც გონივრულად მოსალოდნელია რომ გავლენა მოახდინონ ფრენაზე.

2. სხ-ის მეთაურმა, უსაფრთხო დაფრენის უზრუნველსაყოფად, უნდა დაგეგმოს საწვავის/ენერგიის ოდენობა, რომელიც შენარჩუნებული იქნება საწვავის/ენერგიის ფინალური რეზერვის სახით. საწვავის/ენერგიის ფინალური რეზერვის განსაზღვრისათვის სხ-ის მეთაურმა მხედველობაში უნდა მიიღოს ქვემოთ განსაზღვრული ყველა ფაქტორი, შემდეგი პრიორიტეტულობით:

ა) ადამიანებისათვის ან ქონებისათვის საფრთხის სიმძიმე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ავარიული დაფრენის გამო საწვავის/ენერგიის არასაკმარისობის შედეგად; და

ბ) მოულოდნელი გარემოებების ალბათობა, რომლის შედეგად შესაძლოა ვერ შენარჩუნდეს საწვავის/ენერგიის ფინალური რეზერვი.

3. სხ-ის მეთაურმა ფრენა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხ-ს გააჩნია საწვავისა და ზეთის საკმარისი მარაგი:

ა) როდესაც დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი არ მოითხოვება, დაფრენის აეროდრომამდე/საფრენ მოედნამდე ფრენისათვის და დამატებით საწვავის/ენერგიის ფინალური რეზერვი; ან

ბ) როდესაც დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი მოითხოვება, დაფრენის აეროდრომამდე/საფრენ მოედნამდე ფრენისათვის, შემდგომ სათადარიგო აეროდრომამდე ფრენისათვის და დამატებით საწვავის/ენერგიის ფინალური რეზერვ