1. წრიდან დასაფრენად შესვლისას დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (MDH) არ უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის უმაღლესი:
ა) წრიდან დასაფრენად შესვლის გამოქვეყნებული დაბრკოლების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე (OCH), თვითმფრინავის კატეგორიის შესაბამისად;
ბ) ამ წესის №2 დანართში მოცემულ ცხრილში განსაზღვრული წრეზე ფრენის მინიმალური ფარდობითი სიმაღლე; ან
გ) წინამორბედი დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურის (IAP) DH/MDH.
2. თვითმფრინავით წრიდან დასაფრენად შესვლისას მინიმალური ხილვადობა უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის უმაღლესი:
ა) წრიდან დასაფრენად შესვლის ხილვადობა თვითმფრინავის კატეგორიის შესაბამისად, თუ გამოქვეყნებულია; ან
ბ) ამ წესის №2 დანართში მოცემულ ცხრილში განსაზღვრული მინიმალური ხილვადობ