დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს განახორციელოს ფრენა დანიშნულ ადზ-ზე დასაფრენად სახელსაწყო შესვლის დამტკიცებული სქემით, მათ შორის მეორე წრეზე წასვლა და შესაბამის შემთხვევებში, მოცდის არეში დადგენილ სქემაზე ფრენა.

შენიშვნა:  სააერნაოსნო მომსახურების წესებში „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Dос 8168) მოცემულია სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურების დაწესების დეტალური კრიტერიუმები და ინფორმაცია შესაბამისი აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების რეზოლუციის შესახებ