1. კარტოგრაფირების არეალი მოიცავს სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის ყველა უბანს და ისეთ დამატებით არეებს, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს დასაფრენად შესვლის აღნიშნული ტიპისთვის.
2. შერჩეული მასშტაბი უზრუნველყოფს რუკის ოპტიმალურ წაკითხვას:
ა) მასზე მითითებული დასაფრენად შესვლის წესის შესაბამისად;
ბ) ფურცლის ზომის შესაბამისად.
3. რუკაზე მიეთითება მასშტაბი.
4. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია აღნიშნულის განხორციელება, რუკაზე მიეთითება 20 კმ-ის (10 საზ. მილის) რადიუსის მქონე მანძილის წრე, რომლის ცენტრი შეესაბამება DМЕ-ს, რომელიც განთავსებულია აეროდრომზე ამ მის სიახლოვეს ან, შესაბამისი DМЕ-ს არარსებობისას, რომლის ცენტრიც მდებარეობს აეროდრომის საკონტროლო წერტილში, მისი რადიუსი მიეთითება გარშემოწერილობაზე.
5. მანძილის მასშტაბი უნდა მიეთითოს უშუალოდ პროფილის ქვემო