1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე აღინიშნება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი. იმ შემთხვევაში, როდესაც RNAV-ის უბნებისთვის დამატებით მოცემულია პელენგის და მიმართულების ხაზის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, იგი მიეთითება ფრჩხილებში 0.1°-მდე სიზუსტით, მაგალითად 290° (294.9°Т).
შენიშვნა: ამ მიზნით, რუკაზე შეიძლება გაკეთდეს შენიშვნა.
2. მაღალი განედების რაიონებში, სადაც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრით რუკებზე მაგნიტურ ჩრდილოეთზე ორიენტირება მიზანშეუწონელია, უნდა გამოიყენებოდეს სხვა ორიენტირი, მაგალითად, ჭეშმარიტი (გეოგრაფიული) ჩრდილო ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულება.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ჭეშმარიტი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიან