1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე დაიტანება ინფორმაცია ხელოვნური ნაგებობებისა და ტოპოგრაფიის შესახებ, რაც აუცილებელია სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის უსაფრთხო შესრულების მიზნით, მათ შორის, მეორე წრეზე წასვლა, მოცდის არეში ფრენის სქემაზე და ვიზუალური მანევრირების სქემაზე (წრეზე ფრენა) ფრენა, თუ დადგენილია. აუცილებლობისას, ტოპოგრაფიულ ინფორმაციას თან ახლავს განმარტება და მისი გაგების გაიოლების მიზნით, სულ მცირე, გამოისახება მიწის ზედაპირის საზღვრები და მსხვილი ტბებისა და მდინარეების კონტურები.

2. რელიეფის ზედაპირის ელემენტები გამოისახება ყველაზე შესაფერისი მეთოდით, აღნიშნულ რაიონში შემაღლებების კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით. რაიონებში, სადაც რელიეფის ელემენტების სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან აღემატება 1200 მ-ს (4000 ფუტს) კარტოგრაფირების რაიონის ფარგლებში ან 600 მ-ს (2000 ფუტს) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 11 კმ-ის (6 საზ. მილის) ფარგლებში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის ან მეორე წრეზე წასვლის სქემის გრადიენტი, ადგილობრივი პირობების გამო, ოპტიმალურზე მეტად დახრილია, მაშინ რელიეფის ყველა ელემენტი, რომლის სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ს (500 ფუტს) აღემატება, გამოისახება გასწორებული ჰორიზონტალებით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. გარდა ამისა, შავი ფერით აღინიშნება შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით.

შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ზე (500 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ელემენტებს;

შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის №3 დანართში (რუკაზე გამოყენებული ფერები);

შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტები.

3. რაიონებში, სადაც რელიეფის ზედაპირის ელემენტების სიმაღლე ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით მითითებულზე ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის ან მეორე წრეზე წასვლის სქემის გრადიენტი ოპტიმალურზე მეტია, რელიეფის ზედაპირის ყველა ელემენტი, რომლის სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ზე (500 ფუტზე) მეტია, უნდა გამოისახოს გასწორებული კონტურული ხაზით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. გარდა ამისა, შავი ფერით აღინიშნება შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით.

შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ზე (500 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ელემენტებს;

შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარ ტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის №3 დანართში (რუკაზე გამოყენებული ფერები);

შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტებ