1. დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვების (CDFA) ტექნიკის გამოყენებით ზუსტი (3D) ან არაზუსტი (2D) დასაფრენად შესვლისას გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის უმაღლესი:

ა) დაბრკოლების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე (OCH) სხ–ის სახეობის შესაბამისად;

ბ) დასაფრენად შესვლის გამოქვეყნებული პროცედურის გადაწვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) ან დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (MDH), სადაც გამოიყენება;

გ) ამ წესის №1 დანართში მოცემულ ცხრილში განსაზღვრული სისტემების მინიმუმი;

დ) AFM–ში ან ეკვივალენტურ დოკუმენტში განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (DH), თუ დადგენილია.

2. დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვების (CDFA) ტექნიკის გამოყენების გარეშე დასაფრენად არაზუსტი (2D) შესვლისას დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (MDH) არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის უმაღლესი:

ა) დაბრკოლების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე (OCH) სხ–ის სახეობის შესაბამისად;

ბ) დასაფრენად შესვლის გამოქვეყნებული პროცედურის დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (MDH), სადაც გამოიყენება;

გ) ამ წესის №1 დანართში მოცემულ ცხრილში განსაზღვრული სისტემების მინიმუმი; ან

დ) AFM–ში ან ეკვივალენტურ დოკუმენტში განსაზღვრული დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე (MDH), თუ დადგენილი