1. ექსპლუატანტი ვალდებულია დაადგინოს ყველა აეროდრომის, რომელსაც ის იყენებს, საექსპლუატაციო მინიმუმები. საექსპლუატაციო მინიმუმების განსაზღვრის მეთოდებს ამტკიცებს სააგენტო. ეს მინიმუმები არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რომელიც შეიძლება დადგენილი იყოს სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც არის განლაგებული ეს აეროდრომები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ სახელმწიფოს სპეციალური ნებართვა.

შენიშვნა: თუ ექსპლუატანტი სარგებლობს (მიუთითებს ფშს-ში) საერნაოსნო პუბლიკაციების კრებულით, რომელიც გამოქვეყნებულია სახელმწიფოს მიერ, რომლის  ტერიტორიაზეც განლაგებულია აეროდრომი ან სააგენტოსთვის მისაღებ სპეციალიზირებული ორგანოს მიერ (მაგ. Jeppesen) ითვლება, რომ ეს აკმაყოფილებს ამ  პუნქტის სტანდარტს.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია, რომ გამოსაყენებელი აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების დადგენისას სრულად იყოს გათვალისწინებული:

ა) სხ-ის ტიპი, საფრენოსნო-ტექნიკური და მართვის მახასიათებლები;

ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა, კვალიფიკაცია და მათი გამოცდილება;

გ) სავარაუდოდ  გამოსაყენებელი ადზ-ს სიგრძე, სიგანე და მახასიათებლები;

დ) არსებული ვიზუალური და არავიზუალური სახმელეთო საშუალებების  შესაბამისობა და მახასიათებლები;

ე) სხ-ზე არსებული აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნოდ და/ან დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლისას ფრენის ტრაექტორიის შესანარჩუნებლად;

ვ) წინაღობები დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლის არეში და სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლისას წინაღობების გადაფრენის აბსოლუტური და ფარდობითი სიმაღლეების უკიდურესი მნიშვნელობა;

ზ) მეტეოროლოგიური პირობების განსაზღვრისა და გადაცემის საშუალებები;

თ) წინაღობები სიმაღლის აღების არეში აფრენისას და სიმაღლის აუცილებელი მარაგი წინაღობების გადაფრენისას.

შენიშვნა: აეროდრომებისათვის საექსპლუატაციო მინიმუმების დადგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს DOC 9365-ში.

3. აკრძალულია  II და III კატეგორიით სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლა და დაფრენა, თუ არ არის გაცემული ინფორმაცია ადზ-ზე მხედველობის სიშორეზე (RVR).

4. თუ ინფორმაცია ადზ-ზე მხედველობის სიშორეზე (RVR) არ არის გაცემული,  სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლის და დაფრენის აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმის დადგენა 800 მ-ზე დაბლა აკრძალული