1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საექსპლუატაციო პერსონალის ყველა წევრი სათანადოდ იყოს ინსტრუქტირებული მათი უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის შესახებ.
2. აკრძალულია სხ-ის მიმოსვლა აეროდრომის მანევრირების ფართზე, თუ ავიასპეციალისტს:
ა) უფლებამოსილება არ მიუღია სხ-ის ექსპლუატანტის ან ექსპლუატანტის მიერ დანიშნული აგენტისაგან;
ბ) სათანადოდ არ არის მომზადებული;
გ) არ აქვს სარადიოტელეფონური კავშირით სარგებლობის უფლება;
დ) კომპეტენტური პირისაგან არ მიუღია ცნობები აეროდრომის სქემაზე, სამიმოსვლო მარშრუტზე, მონიშვნაზე, შუქტექნიკურ საშუალებებზე, საექსპლუატაციო პროცედურებზე, ფრაზეოლოგიაზე და ინსტრუქცია სმმ-ის ორგანოდან, რომლითაც მას შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოდ მიმოსვლა.
3. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და გამოსცეს საექსპლუატაციო ინსტრუქცია და უზრუნველყოს ინფორმირება სიმაღლის აღებისას საჰაერო ხომმალდის საფრენოსნო მახასიათებლებზე ყველა მოქმედი ძრავით, რაც მისცემს საშუალებას ხომალდის მეთაურს განსაზღვროს სიმაღლის აღების გრადიენტი რომელიც შესაძლებელია მიაღწიოს აფრენის ეტაპზე აფრენის პირობების და აფრენის სავარაუდო ტექნიკის გამოყენებით. ეს ინფორმაცია უნდა იქნეს შეტანილი ფრენის შესრულების სახელმძღვანელოშ