1. ხომალდის მეთაურმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს ვერტმფრენზე დარჩენილ გამოყენებად საწვავის მარაგს და დარწმუნდეს, რომ საწვავის რაოდენობა საკმარისია ფრენის უსაფრთხო დასრულებისათვის და გათვალისწინებულია წინასწარ დაგეგმილი ფინალური საწვავის რეზერვი.

შენიშვნა: საწვავის ფინალური რეზერვი საჭიროა ნებისმიერ ვერტოდრომზე ან მოედანზე  უსაფრთხოდ დაფრენისათვის, როდესაც გაუთვალისწინებელი გარემოებები არ იძლევა ფრენის უსაფრთხო დასრულების საშუალებას ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

2. მინიმალური საწვავის მარაგის შესახებ, სხ-ის მეთაური გადასცემს სმმ-ის სამსახურს შეტყობინებას „MINIMUM FUEL“, როდესაც მან უნდა შეასრულოს დაფრენა კონკრეტულ მოედანზე და თვლის, რომ ამ მოედანზე გაცემული ფრენის ნებართვის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს დაფრენას დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები საწვავის მარაგით.

შენიშვნა: 1. დეკლარირება „Minimum Fuel“ საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს აწვდის ინფორმაციას, რომ დაგეგმილი დასაფრენი მოედნების რაოდენობა შეიზღუდა ერთ კონკრეტულ დასაფრენ მოედნამდე და წინასწარ განსაზღვრული ნებისმიერი უსაფრთხო დასაფრენი მოედანი მიუწვდომელია. ნებისმიერმა ცვლილებამ დაფრენის ნებართვის ან სხვა საჰაერო მოძრაობის შეყოვნების გამო, შეიძლება გამოიწვიოს დაგეგმილ ფინალურ სარეზერვო მარაგზე ნაკლები საწვავით დაფრენა. ეს არ არის საავარიო სიტუაცია, მაგრამ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა გადაიზარდოს საავარიო სიტუაციაში ნებისმიერი დამატებითი დაგვიანების შემთხვევაში.

2. წინასწარ განსაზღვრულ ნებისმიერ უსაფრთხო დასაფრენ მოედნად მიიჩნევა  დაგეგმილი დაფრენის მოედნისგან განსხვავებული მოედანი, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს უსაფრთხო დაფრენა არსებული ფინალური სარეზერვო საწვავის მარაგის მოხმარებით.

3. საწვავის მარაგით გამოწვეული ავარიული სიტუაციის შესახებ, სხ-ის მეთაური გადასცემს შეტყობინებას „MAYDAY, MAYDAY, MAYDAY FUEL“, როდესაც საწვავის მარაგის გამოთვლა აჩვენებს, რომ უახლოეს მოედანზე დაფრენისას საწვავის მარაგი იქნება დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები.

შენიშვნა: 1. დაგეგმილი ფინალური  სარეზერვო საწვავის მარაგი არის ამ წესის მე-15 მუხლის თანახმად გამოთვლილი მნიშვნელობა და წარმოადგენს საწვავის მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ნებისმიერ დასაფრენ მოედნამდე დაფრენისთვის. დეკლარირება: “Mayday Mayday Mayday Fuel”, ატყობინებს საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს, რომ დაგეგმილი დასაფრენი მოედნების რაოდენობა შეიზღუდა კონკრეტულ დასაფრენ მოედნამდე და ფინალური სარეზერვო საწვავის მარაგის ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაფრენად.

2. ხომალდის მეთაურმა უნდა გააკეთოს გათვლები, რათა დარწმუნდეს, რომ უახლოეს უსაფრთხო მოედანზე დაფრენისას დარჩენილი საწვავის მარაგი იქნება ნაკლები, ვიდრე გათვლილი ფინალური სარეზერვო მარაგი, ფრენის არეალის მეტეოპირობებისა და ფრენასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

3. სიტყვები – „Mayday Fuel“ აღნიშნავენ იმ ავარიულ მდგომარეობას, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 5.3.2.1.1 პუნქტის „b“ ქვეპუნქტშ