1. სფწ-ით ფრენისას ფრენის სამუშაო გეგმაში და ფრენის გეგმაში მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ერთი სათადარიგო აეროდრომი ან დასაფრენი მოედანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) მეტეოროლოგიური პირობები შეესაბამება ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) ვერტოდრომი ან დასაფრენი მოედანი მდებარეობს იზოლირებულ რაიონში და სათადარიგო ვერტოდრომი ან დასაფრენი მოედანი არ არსებობს;
გ) დანიშნულების იზოლირებულ ვერტოდრომზე გათვალისწინებულია სფწ-ით დასაფრენად შესვლი სქემა;
დ) ღია ზღვაში განლაგებულ დანიშნულების პუნქტში ფრენისას განსაზღვრული უნდა იყოს უკან დაბრუნების წერტილი(PNR).
2. გამოსადეგი სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომები შეირჩევა შემდეგი პირობებით:
ა) სათადარიგო ვერტოდრომი ზღვაში გამოიყენება მხოლოდ PNR-ის გადალახვის შემდეგ. PNR-ის გადალახვამდე გამოიყენება მხოლოდ სახმელეთო სათადარიგო ვერტოდრომები;
ბ) სათადარიგო ვერტოდრომის არჩევისას მხედველობაში მიიღება და გათვალისწინებული უნდა იყოს კრიტიკული მართვის სისტემების და კომპონენტების მექანიკური საიმედოობა;
გ) სათადარიგო ვერტოდრომის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს შვეულმფრენის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები ერთი ძრავის მტყუნების შემთხვევაში;
დ) თავისუფალი დასაფრენი ადგილი ბანზე გარანტირებულია შეძლებისდაგვარად;
ე) მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და საიმედო.
3. თუ პირობები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს სახმელეთო სათარიგო ვერტოდრომი, საზღვაო ვერტოდრომი არ გამოიყენება. საზღვაო სათადარიგო ვერტოდრომი არ გამოიყენება არახელსაყრელ პირობებშ