ვერტმფრენის მეთაურმა არ უნდა დაიწყოს ფრენა, ვიდრე საფუძვლიან მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ დარწმუნდება, რომ არსებული სახმელეთო და/ან წყალზე გამოსაყენებელი საექსპლუატაციო საშუალებები, კავშირის აღჭურვილობის სანავიგაციო  საშუალებების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა  ვერტმფრენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, შეესაბამება ფრენის პირობებს.

შენიშვნა: „საფუძვლიანი მტკიცებულებები“ გულისხმობს ვერტმფრენის მეთაურის მიერ გაფრენის პუნქტში მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებულია სააერნაოსნო საინფორმაციო სამსახურების მიერ ან მიღებულია სხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან